LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

58
ჩრდილოეთ ნაკადი 2

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ გაზსადენის ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა აღიკვეთება.

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. უკრაინის „დაშანტაჟების“ შემთხვევაში, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდიც.

შეთანხმების მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიონ დოლარს გამოუყოფენ. ეს თანხა უკრაინის ენერგოსექტორის რეფორმირებას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები