LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ პალესტინელებსა და ისრაელს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად მუშაობს: ენტონი ბლინკენი

58
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„დიპლომატიური არხების გამოყენებით 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა მიმდინარე ძალადობა დასრულდეს“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მისი მოქმედებების შედეგად, საფრთხის ქვეშ ჟურნალისტები და მედიცინის მუშაკებიც ექცევიან.