LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავა

104

ამერიკის შეერთებილი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, “პარიზის კლიმატის პაქტიდან” აშშ-ს გასვლა დააანონსა.

“აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გავა. ბიზნესისთვის, მომუშავეებისთვის, გადამხდელებისთვის და ზოგადად, ხალხისთვის ასე უფრო სამართლიანია”, – განაცხადა ტრამპმა.

მან ჩამოთვალა რამდენიმე სამუშაო ადგილი, რასაც ამერიკელები დაკარგავენ, თუ ამ შეთანხმებაში დარჩებიან.

თეთრი სახლის ბაღიდან მის ლაივ სტრიმს უამრავი უარყოფითი ემოცია მოჰყვა.

გარემოს დასაცავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმებიდან გასვლის პარალელურად, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტრამპის ადმინისტრაციისფარგლებში, კვლავ იქნება სუფთა და ყველაზე ეკოლოგიური ქვეყანა დედამიწაზე.

ტრამპის თქმით, სხვა ქვეყნები ზეიმობნდნენ, მაშინ როდესაც ამერიკამ ამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რადგან ეს პაქტი ქვეყანას არახელსაყრელ პირობებში აყენებდა.

“სხვა ქვეყნები სიხარულისგან გაგიჟდნენ. ჩვენ არ გვინდა რომ ამერიკას უცხო ქვეყნები დასცინოდნენ, ასე რომ გავდივართ”, – განაცხადა ტრამპმა.

ეს ინიციატივა ტრამპმა პრეზიდენტად არჩევამდეც გააჟღერა. პარიზში მიღებული შეთანხმება პირველია, რომელიც მდიდარსა და ღარიბ ქვეყნებს საერთო მიზნისთვის – კლიმატის დასაცავად აერთიანებს, თუმცა ნახშირბადის ემისიის წინააღმდეგ ქვეყნების ძალისხმევა ნებაყოფლობითია.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები