LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ

49
FORTUNA.GE-

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ დეკემბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

ერთობლივი განცხადება აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელეს.

როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპი ფიქრობდა, რომ თავდასხმა ჩინეთმა განახორციელა, თუმცა მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები მოსკოვზე მიუთითებდნენ.

სადაზვერვო სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამთავრობო სააგენტოებზე მომხდარი თავდასხმის მასშტაბების დასადგენად გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ინციდენტის შესასწავლად შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შედის როგორც სადაზვერვო, ასევე სამართალდამცავი ორგანოები – FBI და NSA.

აშშ-ს სპეცსამსახურების ინფორმაციით, დეკემბერში შტატების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებზე განხორციელბული მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად 18 000 მომხმარებელი დაზარალდა.

კიბერშეტევის სავარაუდო მიზანი კი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება იყო.

თავდასხმას რუსეთის ხელისუფლება უარყოფს და მასში რუსეთთან დაკავშრიებული პირების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები