LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია – სახელმწიფო დეპარტამენტი

83

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, სადაც უწყება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია.

„აშშ შეშფოთებულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით დაიხუროს საკონტროლო-გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება დაემთხვა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და აფერხებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. ამასთან, აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებასა და დე ფაქტო ცხინვალს, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები შეწყვიტონ,“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები