LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა, მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ – კელი დეგნანი

60
107601895-10158447087852954-1072948956544082971-n

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

„ჩემი აზრით, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა იქნებოდა არაჩვეულებრივი. ჩვენ უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები, რომელიც 1 წლის წინ, პანდემიამდე მიმდინარეობდა და პანდემიის შემდეგ შეიცვალა გარკვეულწილად ბაზა. შესაბამისად, უნდა ვნახოთ ამაზე საკმარისი მოთხოვნა თუ არის. ზოგადად, ვფიქრობ, პირდაპირი ფრენები არაჩვეულებრივი იქნება,“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების დაწყების აუცილებლობაზე მხარეები დიდი ხანია საუბრობენ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები