LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება: ბაიდენმა კოვიდვირუსთან ბრძოლის გეგმა წარადგინა

396
joko moko

ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია განიხილა და რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია ავრცელებს.

”ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია. ის დაფუძნებულია მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე, სიმართლეზე და არა უარყოფაზე, რაც დეტალურად არის გაწერილი”. – თქვა, ბაიდენმა.

მისი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 198 გვერდისგან შედგება, რაც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (www.whitehouse.gov) განთავსებული.

პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, ბაიდენის დაპირებით, 50 მილიონ ადამიანს ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაუკეთდება.

 

 

ჯო ბაიდენის თქმით, ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში ექიმი ენტონი ფაუჩი, სხვა ექსპერტები და მრჩეველები მონაწილეობდნენ. ინაუგურაციის შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკვე 28 აღმასრულებელ ბრძანებას, საპრეზიდენტო მემორანდუმსა და დირექტივას მოაწერა ხელი, რომელიც ძირითადად ”COVID 19”-ის პანდემიას ეხება და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს აუქმებს.

ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, აშშ-ში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება. მათ ტესტის შედეგების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ. განსაკუთრებით იმ მგზავრებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, სადაც COVID-19 ტესტები მიუწვდომელია, ჩასვლისთანავე უნდა დაიცვან თვითკარანტინის წესები.

ასევე, მგზავრებისთვის შეიქმნება სახელმძღვანელოები, სადაც ჯანდაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პრინციპები იქნება აღნიშნული, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობის გამოსწორებამდე მოსალოდნელია ვითარების გაუარესება. მისი ვარაუდით, მომდევნო თვეში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს.

”ვირუსისგან 400 000 ამერიკელი გარდაიცვალა. ეს უფრო მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, ვიდრე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სავარაუდოდ, მომავალ თვეში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 500 000-ს გადააჭარბებს, მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ და ამ პანდემიას დავამარცხებთ”. – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები