LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია.. ვაქცინები მუშაობს: ბიძინა კულუმბეგოვი

90
კჯჰ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობაზე წერს. ექიმი აშშ-ის მოსახლეობის კოვიდ-სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ ვაქცინები მუშაობს.

“19 ივლისის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 161 მილიონი ადამიანი სრულად ვანქცინირებულია, აქედან:

– ჰოსპიტალში მოხვდა 5 601 ანუ 0.0035%

– გარდაიცვალა 1 141 ანუ 0.0007%

ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ 90-100 მილიონი)

– გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი ანუ 1.76%

– გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია!!!

ვაქცინები მუშაობს!”,-წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები