აშშ სხვა ქვეყნებში ვაქცინის 80 მილიონ დოზას გააგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტვიტერზე დაწერა.

“ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დაავადებას მთელ მსოფლიოში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ აქ, სახლში და ასევე კარგი საქმე გავაკეთოთ სხვა ხალხების დახმარების კუთხით”, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ არის ქვეყანა, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტ ვაქცინას უნაწილებს დანარჩენ მსოფლიოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახელმწიფო.

ამ ეტაპისთვის აშშ-ში ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 47,3%-ს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 37%-ია. ქვეყანაში იმუნიზაციისთვის ავტორიზებულია Pfizer-ის, Moderna-ს, Johnson&Johnson’s-ის ვაქცინები.

მსგავსი თემები