LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებით, გვაქვს ვალდებულება, გავათანაბროთ აქციზის ღირებულება ევროპის ქვეყებთან – ფინანსთა მინისტრი

49064901_2118356474869321_103236423791935488_o

„თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ იყო ცნობილი, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა თამბაქოზე იგეგმებოდა, მაჭავარიანი პასუხობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს ადრე გაცხადებულიყო, თუმცა მისი თქმით, ცვლილება თამბაქოს მწარმოებელებისთვის და იმპირტიორებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

„ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებით, გვაქვს ვალდებულება, გავათანაბროთ აქციზის ღირებულება ევროპის ქვეყებთან. იციან, რომ ის გაიზრდება შემდეგ წლებშიც. თამბაქოზე აქციზის გაზრდა არ არის ჩვენი ახირება, ეს არის ვალდებულება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები