LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს: გერმანიის ვაქცინის კომიტეტი

94
ასტრაზენეკა

ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს – ამის შესახებ გერმანიის ვაქცინის კომიტეტმა განაცხადა.  როგორც დამოუკიდებელი კომიტეტის ამტკიცებს,  მიზეზი ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით არასაკმარისი მონაცემებს უკავშირდება.

ცნობისთვის,  ევროკავშირის ქვეყნებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გამოყენების დამტკიცების საკითხზე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ დღეს უნდა იმსჯელოს, ხოლო დიდი ბრიტანეთი კი, ვაქცინას მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში რამდენიმე კვირაა უკვე იყენებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხოა და მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონიც განცხადებით, რომ “მას გერმანიის რეკომენდაცია არ აღელვებს.” ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ განმარტა, რომ AstraZeneca ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფშიეფექტურია.

შეგახსენებთ, ევროკავშირს ვაქცინების წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან მიწოდებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს. რამდენიმე დღის წინ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ევროპის საწარმოებში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაპირებული რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას ვერ შეძლებს. ბლოკისთვის მისაწოდებელი ვაქცინის რაოდენობა Pfizer-BioNTech-მაც შეამცირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები