LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ სიკვდილიანობისგან ერთნაირად 100 პროცენტიანი დაცვა აქვს

315
31122

„ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ ერთნაირად 100 პროცენტიანი დაცვა აქვს“,-ამის შესახებ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ვაქცინების ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვაა.

„”ფაიზერი” იქნება, “ასტრაზენეკა”, “ჯონსონი და ჯონსონი” ან სხვა ვაქცინები ამ საკითხში 100 პროცენტიანი ეფექტურობით გამოირჩევა, მათ შორის იმ შტამების მიმართაც, რომელზეც ამდენს საუბრობენ.

ვაქცინების შედარება რთული პროცესია, რადგან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ვაქცინების ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი არის სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის პროცენტი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ვაქცინების დაცულობის პროცენტები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩაატარა მესამე ფაზის კვლევა კონკრეტულმა ვაქცინამ.

მაგალითად, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ კვლევა ჩაატარა ზაფხულში, როდესაც მეორე ტალღა არ იყო დაწყებული და შედარებით სიმშვიდე იყო. „ასტრაზენეკამ“ და „ჯონსონმა და ჯონსონმა“ კვლევები  ჩაატარა მეორე ტალღის პიკურ პერიოდში.

შესაბამისად ვაქცინების ეფექტურობის არსებითი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია სიკვდილობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მიხედვით“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები