LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” შემდეგ, ანგელა მერკელმა მეორე დოზად “მოდერნას” ვაქცინა გაიკეთა

162
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ, მეორე დოზით, “მოდერნას” ვაქცინით აიცრა. 

შესაძლებელია თუ არა „ასტრაზენეკათი“ აცრილი ადამიანები მეორედ ჩინური ვაქცინით აიცრან – ზაზა წერეთელი მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე

მერკელმა “ასტრაზენეკას” პირველი დოზა აპრილში, მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა აღნიშნული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.

მეორე დოზით აცრის დროს, ვაქცინის ცვლილებაზე ნებართვა რამდენიმე ქვეყანამ გასცა.

ამ ეტაპზე, შერეული ვაქცინაციის ეფექტიანობაზე რამდენიმე სამედიცინო კვლევაც მიმდინარეობს.

ევროპაში “ასტრაზენეკას” მიღება მილიონობით ადამიანისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლია გამოვლინდა, რის გამოც იმუნიზაციის პროცესი “ასტრაზენეკას” ვაქცინით დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კი გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისთვის დაუშვეს.

მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ამ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს, გერმანიამ “ასტარზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა განაახლა.

“ალჯაზირას” ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის ექსპერტებმა და იმუნოლოგებმა გაავრცელეს რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა, რომლებიც პირველი დოზით “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრნენ, სასურველია, მეორე დოზად სხვა ვაქცინა მიიღონ.

მსგავსი გადაწყვეტილება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო.

გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. 22 ივნისის მონაცემებით, მოსახლეობის 51.2 %-მა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.

 

მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან: ამირან გამყრელიძე