LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტრონომებმა შავი ხვრელის გარშემო ,,მოცეკვავე” ვარსკვლავი შეისწავლეს, რომელიც აინშტაინის თეორიის სისწორეს ამტკიცებს 

277
Observations made with ESO???s Very Large Telescope (VLT) have revealed for the first time that a star orbiting the supermassive black hole at the centre of the Milky Way moves just as predicted by Einstein???s theory of general relativity. Its orbit is shaped like a rosette and not like an ellipse as predicted by Newton's theory of gravity. This effect, known as Schwarzschild precession, had never before been measured for a star around a supermassive black hole. This artist???s impression illustrates the precession of the star???s orbit, with the effect exaggerated for easier visualisation.
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა შეძლეს დაკვირვება მოეხდინათ ,,რძიანი გზის” გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მბრუნავ ვარსკვლავზე.  კვლევა ხუთშაბათს ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.  ვარსკვლავის შესწავლა ჩილეში, ატაკამას უდაბნოში მდებარე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მაღალი სიზუსტის  ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა.

ვარსკვლავის ორბიტაზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ამტკიცებს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სისწორეს. თეორიიდან გამომდინარე ვარსკვლავის კვერცხის ფორმის ორბიტა კოსმოსში ფიქსირებული არ უნდა რჩებოდეს, მან პარალელურად შავი ხვრელის გარშემო უნდა იმოძრაოს და შავი ხვრელის გარშემო ,,მოცეკვავე” ამ ვარსკვლავის შემთხვევაში ეს მართლაც ასეა.

შავი ხვრელები უდიდესი სიმკვრივისა და გრავიტაციის გამო ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ სიახლოვეს მოხვდება. თვით სამყაროში ყველაზე სწრაფ სინათლესაც არ შეუძლია მათგან თავის დაღწევა. თუმცა, ვარსკვალავზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ როგორც ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებდა, ორბიტები განსაკუთრებულად მკვრივი ობიექტების გარშემო უმოძრაოები არ რჩებიან. ისინი მათ გარშემო ლივლივებენ.

 
აინშტაინმა თავისი თეორია 1915 წელს პლანეტა მერკურიზე გამოსცადა, რომლის ორბიტასაც მსგავსი რამ ახასიათებს. პლანეტის პერიჰელიუმი, ანუ  ორბიტის მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე მონაკვეთი ნელ-ნელა იცვლის მდებარეობას, იგი საუკუნეში 43 სეკუნდით გადაადგილდება, ამისი მიზეზი კი პირველად სწორედ ალბერტ აინშტაინმა იპოვა.
 
მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც მოვლენა აღწერა, ,,რძიანი გზის” შუაგულში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს და მის გარშემო მდებარე ობიექტებს უკვე 27 წელია შეისწავლის. მათი თქმით, ეს აღმოჩენა ადამიანებს დაეხმარება მეტი გაიგონ გალაქტიკის ცენტრში არსებულ ობიექტებზე, რომელთა დანახვაც გაზისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციის გამო დედამიწიდან ძალიან ძნელია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები