LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასწლოვან წიწვოვან ტყეში ჩაფლული მიტოვებული ქართული კურორტი – ეს სამეგრელოს მარგალიტია (ფოტოები)

1781
72956279-2493773994001526-1993343593938419712-n

მიტოვებული დასასვენებელი სახლები, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სავალალოა და უნიკალური ბუნება, რომელიც მნახველს აღაფრთოვანებულს ტოვებს – ეს ლებარდეა.

ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცეს. როგორც ცნობილია, კურორტის განვითარება-განაშენიანების გეგმა უკვე დამტკიცებულია. გეგმის მიხედვით, ამ ულამაზეს ადგილზე მოეწყობა სასტუმროები, გასართობი კომპლექსი და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მოკლედ, ლებარდეს თავისი მდებარეობითი და კლიმატური პირობებით აქვს შანსი,  რომ 4 სეზონიანი კურორტი გახდეს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, შეგვიძლია კურორტის შესახებ მცირე ინფორმაციას გავეცნოთ.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

როგორ გამოიყურება ლებარდე და რა ვითარებაა დღეს უნიკალურ ქართულ კურორტზე – ამ ამბის ამსახველ ფოტომასალას ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში –Spend 4 Seasons in Georgia ლევან გაბეჩავა აქვეყნებს. ულამაზესი ლებარდეს ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს.

კურორტის შესახებ:

ლებარდე დასავლეთ საქართველოს შუაგულში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კლიმატურ – ბალნეოლოგიური კურორტია. ასწლოვან წიწვოვან ტყეში ჩაფლული, რკინით მდიდარი მინერალური წყაროების სამკურნალო თვისებები, სასარგებლოა სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. აქ მიწის ზედაპირზე თვითდინებით ამოდის ნარზანის ტიპის რამდენიმე წყარო, რომლებიც ისევე, როგორც მრავალი სხვა მინერალური წყალი, მწყემსებს აღმოუჩინიათ. XX ს-ის 40-იანი წლებში, მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე მისასვლელი გზა ტეხურის ციცაბო ხეობას მიუყვებოდა და საშიში იყო, სეზონზე დამსვენებელთა რიცხი რამდენიმე ათასს აღწევდა. თავდაპირველად სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად ჩასული მოაგარაკენი პატარა თავშესაფრებში – კარვებსა და მოწნულ სახლებში ცხოვრობდნენ. 1948-50 წლებში, საავტომობილო გზის გაყვანის შემდეგ აქ სამკურნალო დაწესებულებები და დასასვენებელი სახლები აშენდა. 1980-იან წლებში მინერალური წყლის მინის ბოთლებში ჩამოსხმაც დაიწყო, თუმცა 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა მოიშალა.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები