LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება: კახა კალაძე პრემიერთან შესაძლო დაპირისპირებას ეხმაურება

66
კახა კალაძე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათან და პარტიის სხვა ლიდერებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადეობა შეცდომაში გარკვეულ ტელევიზიებს შეჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები