LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩაერთო

149
80020098-2199071307063756-3453483911659651072-o - Copy

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილიდან ჩაერთო. ვერტფრენმა მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური ავზების საშუალებით ხანძრის კერებთან დამატებითი წყალი აიტანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცოცხალი ძალის რაოდენობა 200-მდე მეხანძრე-მაშველით გაზრდილია. უწყების თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან არიან.

ამ დროისთვის საქართველოში 10 ცეცხლის კერაა

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

“ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი. სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. სოფელ ორმოცთან მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელი”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ატენის ხეობაში სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო – ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან