LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათი კაცი ერთს დასდევდა, სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება: პარლამენტის თავმჯდომარე

54
კახა კუჭავა-1

სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება – ასეთია საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარის შეფასება 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე.

კახა კუჭავა ამბობს, რომ ძალადობა ყველა მხრიდან დასაგმობია და გამოსავალს მკაცრ რეაგირებაში ხედავს.

“ისტორიულად, ჩვენს ქვეყანას სიყვარული და ჩვენი რელიგია გვაერთიანებს, რომელიც ერთმანეთის პატივისცემისკენ მოგვიწოდებს. რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, აბსოლუტურად მიუღებელია:” კახა კუჭავა

“10 კაცი ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობა? ან ვისი სახელით აკეთებენ ამას, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები. ჟურნალისტები და ოპერატორები არიან ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის არ აქვს უფლება შეაფერხონ მათი საქმიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ განცხადება გავაკეთე, შემდეგ ის კადრები, რაც ვიხილე, შეუძლებელი იყო მკაცრად არ გაკრიტიკებულიყო.

აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტზე, ტურისტიც კი დაშავდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ასე ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები იქნებიან ოპერატორები და ჟურნალისტები,  უნდა გავამართლოთ მათ შვილებზე ძალადობა?! გამოსავალი ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირებაა,”- აცხადებს კახა კუჭავა.

პოპულალურები