LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათობით მილიონ ლარს ზოგავს ჩვენი მოსახლეობა იგივე მედიკამენტებში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ: ზურაბ აზარაშვილი

53
ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, „უკვე ათობით მილიონ ლარს ზოგავს ჩვენი მოსახლეობა იგივე მედიკამენტებში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ“. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაა.

მისი თქმით, ეს არ იყო ის პროცესი, რომელიც შეიძლება მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნით დასრულებულიყო.

„ამას მერე მოჰყვა აპრილის თვიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემა, შემდეგ გენერიკების გამოწერის ვალდებულება. ასევე ასრულების ნაწილია ძალიან რთული და აქაც ძალიან ვაქტიურობთ. რაც შეეხება საკითხს, რომ თითქოს თურქეთში გადაიხედა ტარიფები და მედიკამენტები გაძვირდება, ეს ასე ნამდვილად არ არის. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ მკვეთრად არის გამყარებული ლარი. ჩვენთან თურქეთიდან იმპორტი ხდება დოლარში, იმ ცვლილებით, რაც მოხდა თურქული ლირის ფასის კორექტირება ევროსა და დოლართან მიმართებით, იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარი გამყარდა დღეისთვის და შესაბამისად, თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ეს არანაირად არ აისახება იგივე გაიაფებული მედიკამენტები შემოვა, რაც თვეების განმავლობაში იყო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პოპულალურები