LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, ბავშვებმა კი ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს“ – ზაზა თელია ვაქცინაციის აუცილებლობაზე

154
zazatelia149

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ მასწავლებელთათვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ახლა იწყება სწავლა. ბავშვებს პირბადის სწორად გამოყენება გაუჭირდებათ. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მასწავლებლები იყვნენ აცრილები. კალიფორნიაში არის ჩატარებული ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც​ აუცრელმა მასწავლებელმა ნახევარი კლასი დააინფიცირა, წინა მერხებზე მსხდომი ბავშვები. ამ ბავშვებმა ეს ინფექცია ოჯახის წევრებს გადასდეს. ჩვენ სტატისტიკურად რისკები უნდა შევაფასოთ. საზოგადოებისთვის აღქმა შეიძლება იყოს უფრო მარტივი, თუ უფრო გასაგებ ენაზე მივაწოდებთ ინფორმაციას.

აცრილებში ნაკლებია რისკი, აუცრელებში მეტია. რა თქმა უნდა, 100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა არ არსებობს. ასევე არ არსებობს 100 %-იანი ეფექტურობის მედიკამენტი. შესაძლებელია, რომ აცრილსაც დაემართოს კოვიდი, თუმცა ამის რისკი ბევრად ნაკლებია. თუ აცრილს დაემართა, პოტენციურად შეიძლება აუცრელსაც გადასდოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აცრილებში რისკი ნაკლებია. ​ვირუსის გამრავლება ბევრად მეტია აუცრელ ადამიანებში. ვირუსის მუტირება უფრო მეტი ალბათობით მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გამრავლება მეტია. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მივიღოთ ახალი მუტირებული შტამი,“ – აღნიშნულ საკითხებზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები