LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტმა პრეზიდენტობის კანდიდატთა შემომწირველების შესახებ სასამართლოს მიმართა

78

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა.

უწყება სასამართლოსგან ითხოვს ნებართვას, მიიღოს წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს,“ – განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

აუდიტორებს ლიდერი საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებულ ზოგიერთ შემოწირულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათ შორისაა რამდენიმე ათეული ექიმი, რომელთაც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.

პოპულალურები