LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია” – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობას მიმართავენ

7272
publika.ge-tbilisis-saxelmwifo-samedicino-universiteti

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე სწავლის აუდიტორიებში განახლება დაუშვებელია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“წერილის ავტორები ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ამ წერილით გიზიარებთ, არამარტო ჩვენს, არამედ ჩვენი კურსელების, თანაფაკულტეტელებისა და თსსუ-ს სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.
მოგეხსენებათ, რომ პრემიერის რეკომენდაციით უნივერსიტეტებში აუდიტორიული სწავლა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, დანარჩენი კი დარჩეს ონლაინ. ჩვენმა უნივერსიტეტმა [თსსუ-მ], დღეს მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, 19 ოქტომბერს, მთელი უნივერსიტეტი, გარდა კონკრეტულ კლინიკებში არსებული კათედრებისა, სწავლას განვაგრძობთ აუდიტორიებში. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ რეკომენდაციები, საზოგადოებრი ტრანპოსრტით მგზავრობისას, ძალიან რთული და სიმართლე რომ ვთქვათ, შეუძლებელიც კია სოციალური დისტანციის დაცვა. იმ ვითარებაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს და სადაცაა მიაღწევს ოთხნიშნა რიცხვს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია სააუდიტორიო [ე.წ. Offline] სწავლების განახლება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სახლში სტუდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს ჰყავს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მოხუცები და ასევე ონკოპაციენტები, რომელთათვისაც ამ ვირუსის გადადების საფრთხე და გამოსავალი არსებული დაავადებების ფონზე არის ძალიან საშიში და უარეს შემთხვევაში, ლეტალურიც კი.
ყველა ვთანხმდებით, რომ მედიცინის ონლაინ სწავლა ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც აუდიტორიული მეცადინეობა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ, მომავალ ექიმებს, ვფიქრობ გვმართებს კეთილგონიერება, უნდა გავაანალიზოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება და მაქსიმალურად ვეცადოთ შევიკავთ თავი მასობრივი თავშეყრისგან. იმ პირობებში, როდესაც მოვუწოდებთ ყველას სოციალური დისტანცირებისკენ, არ მიგვაჩნია სწორად თსსუ-ში არსებული არც ერთი ფაკულტეტის სტუდენტებს, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტსაც, თუნდაც რამდენიმე სტუდენტი მივიდეთ პაციენტთან და გავსინჯოთ ის. ამით ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენს მთავარ მოწოდებას “არ ავნო”.
აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ უნივერსიტეტს არ აქვს არანაირი გეგმა იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც დაუდასტურდებათ „კოვიდ-19“ ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტები სწავლას აუდიტორიაში ვერ განაგრძობენ და მათზე პასუხისმგებლობას, როგორც აღმოჩნდა, სრულად იხსნის უნივერსიტეტი. ერთი, ორი ან თუნდაც სამი კვირის განმავლობაში სწავლის გაცდენა თითოეული სტუდენტისთვის, და მათ შორის მათთვის, ვინც კურაციულ სწავლებაზეა და გადის ერთკვირიან საგნებს, ძალიან მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, ეს იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე აკადემიური პროცესის “ონლაინ” გაგრძელება.
იმედს ვიტოვებთ არ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ და გაითვალისწინებთ ჩვენს აზრს. ჩვენ, სტუდენტები, მაქსიმალურად ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ გვჭირდება ხელშეწყობა ზემდგომი ორგანოებისაგან.
ამ ყველაფერთან ერთად, ამჟამად ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავთ უნივერსიტეტში ვიაროთ იმ სტუდენტებმა, რომლებიც არ გავდივართ პრაქტიკულ საგნებს, რამეთუ თეორიული ნაწილის ჩაბარება დისტანციურადაც თავისუფლადაა შესაძლებელი. უნივერსიტეტში სიარულით კი ტყუილად, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, საფრთხეს შევუქმნით არა მხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ ჩვენს კურსელებს, ოჯახის წევრებსა და ლექტორებს, რამეთუ ლექტორთა უმრავლესობა სწორედ რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, როგორც ასაკის, ასევე ქრონიკული დაავადებების მხრივ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ დიდ ნაწილს აქვს შეხება უამრავ პაციენტთან და ნაწილი კოვიდ ცენტრებშიც კი მუშაობს. მათთან ურთიერთობით საფრთხე გვექმნება ჩვენ, ხოლო, ჩვენ კი, ვინც კლინიკებში ვმუშაობთ, თავის მხრივ, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს პაციენტებსაც. ის სტუდენტები კი რომლებიც კოვიდ ცენტრებში მუშაობენ ასევე საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ჩვენთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც,”-აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები