LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

119
ეროვნული ბანკი

2022 წლის 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 91 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.490 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.493 პროცენტით განისაზღვრა”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში