LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

90
20190827141113

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 500 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.720 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები