LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე გაიყიდება თეთრი ქუდი, რომელიც მელანია ტრამპს 2018 წელს, თეთრ სახლში მაკრონების ვიზიტისას ეკეთა

155
melanianews

მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ იანვრის თვეში  აუქციონზე სამ ნივთს გაიტანს. ნივთებს შორის იქნება თეთრი ქუდი, რომელიც მაქვს 2018 წელს თეთრ სახლში ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ვიზიტისას ეკეთა.

მეუღლესთან მოცეკვავე, ელეგანტურ მწვანე კაბაში  – მელანია ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წვეულებაზე

აღსანიშნავია, რომ ქუდს, რომელიც მელანიას პერსონალურმა სტილისტმა ერვე პიერმა შექმნა, ტრამპის ხელმოწერა ამშვენებს. აუქციონზე ასევე გატანილი იქნება ფრანგი მხატვრის მარკ-ანტუან კულონის ნამუშევარიც, რომელზეც მელანია ზემოთ აღნიშნული ქუდით არის გამოსახული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. აუქციონზე ნივთების საწყისი ფასი $250,000 იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები