LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუტისტს ბიჭს, რომლის დაბადების დღეზე მეგობრები არ მივიდნენ, იუბილე პოლიციელებმა აღუნიშნეს

324
71263301-10158498782351336-5942335722169040896-n

კენი 6 წლის ბიჭია, რომელსაც  აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. იუბილის აღსანიშნად მან მეგობრები დაპატიჟა, რომლებიც დაბადების დღეზე არ მივიდნენ. სამაგიეროდ, კენის დაბადების დღე სტოქტონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღუნიშნეს.

Fox news-ის ცნობით, პოლიციელებს დასახმარებლად კენის დედამ მიმართა, რომელსაც სურდა შვილს დაბადების დღე თბილ და მხიარულ გარემოში გადაეხადა.

ფოტოებზე ხედავთ, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც არ დაიზარეს მიელოცათ კენისთვის დაბადების დღე.

მომხდარ ფაქტს, დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, სადაც ბიჭუნას დაბადების დღეს მთელი მსოფლიოდან ულოცავდნენ.

გილოცავ დაბადების დღეს კენი.

„პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს დიდი სიკეთე და ეს არის მაგალითი ყველასთვის“ – წერენ სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები