LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუუ, რამდენნი ვართ” – თაკო ჩარკვიანმა აქციის მონაწილეებს ტრადიციულად მიმართა

145
Screenshot-1

ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე, პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა აქციის მონაწილეებს ტრადიციულად მიმართა.

ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

„ჩვენ, თითოეული თქვენგანი აქ ხმის დასაცავად, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად ვართ. განა რითი გადარჩა 3 მილიონი ქართველი, როგორ მოვაღწიეთ აქამდე. ჩვენ საწყლები, ცოტანი, ათასი მტერი იყო, ნიჭიერნი, ახოვანნი, ტანადნი, რით გადავრჩით, ბრძოლით და იმით, რომ ღირსებააყრილები არ ვიყავით. და რომ არ ვართ, ახლა იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც ხშირად ტროლები „ფეისბუქში“ მიწერენ ხოლმე – აუუუ, რამდენნი ვართ. ბევრნი ვართ, ბევრნი. ბევრი ვერ მოვიდა, ბევრი რეკავს. ფინანსების გამოც ვერ მოვიდნენ. მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. წაიღო ამ კაცმა ყველაფერი, იყიდა მთელი საქართველო და ჯიბეში ჩაიდო. არ გავატანოთ. კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით, ისეთი, როგორიც ჩვენს მეფეებს სჩვევიათ, მთავარსარდლებს, რიგითებს, ჯარისკაცებს, იმ გეგმით, სწორად დასახული ერთობით, ისეთი ერთობით, როგორითაც დღეს აქ ვდგავართ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება.

და ბოლოს, მინდა, ვთქვა, ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს აქციაა, ორთქლს გამოუშვებს და მერე დავიშლებით. პერმანენტულად მინდა ვუთხრა  თავხედ რუს ფეოდალს, ოლიგარქს, რომ მისი დრო დასრულებულია. მე არავის ცუდი არ გამიხარდება. არასოდეს ოპოზიცია სამართლებრივი ჭრილიდან არ გადის, თორემ ჩვენ პროკურატურას და სასამართლოს იმიტომ კი არ მივაკითხეთ, რომ პროკურატურის გვჯერა, მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორი პოლიტიკური კულტურის ხალხი ვართ. მხოლოდ ამიტომ მივედით. დამიბრუნე კანონი, დამიბრუნე სამართალი, დამიბრუნე სახელმწიფო. მიყვარხართ“,-მიმართა აქციის მონაწილეებს თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები