LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ბახმაროს გზაზე – დაშავებულია ორი ადამიანი

517
wehywyh

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბახმაროს გზაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთმა გადმოხტომა მოასწრო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია ორი ადამიანი.

ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები