LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ბათუმი-ჩაქვის გზაზე – დაღუპულია სამი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი

333
Capture

გუშინ, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ გზაზე ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს  დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა ასევე სამი მოქალაქე, რომლებიც ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

მომხდარზე კი გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები