LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია თბილისში – დაღუპულია 1 ადამიანი

92

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

ავარიის შედეგად მოტოციკლისტი  მძიმე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები