LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია წყალტუბოში: გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა

122
srhgt

ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა წყალტუბოში. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით სოფელ ჟონეთში მოხდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის  დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა. თვითმხილველების განმარტებით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ერთი დაშავებული უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები