LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭი მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს

1707
12651326-545389772303498-617981352932101022-n

ავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძე დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების” წევრობის მოტივით დაღუპულს  წესი არც ერთმა სასულიერო პირმა არ აუგო.

შაკო ბარამიძის ახლობლებმა მიცვალებულისთვის წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ მღვდელს  მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ, მოთხოვნაზე უარი მიიღეს.

დაღუპულის ოჯახმა გუშინ განცხადება გაავრცელა და ახალგაზრდებს მოუწოდა “გირჩის” მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ, რათა ბრმა მოწოდებების მსხვერპლნი არ გახდნენ.

წავიდეს “გირჩი“ და თვითონ აუგოს წესი - მიტროპოლიტი საბა გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, რომელსაც წესს არ უგებენ

გარდაცვლილს მღვდელმსახურის მოწმობა უკვე გაუქმებული ჰქონდა, მის ოჯახს კი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს.

პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს, რასაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გასათავისუფლებლად იყენებენ.

პარტიამ განმარტა, რომ ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რათა დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო. ამის მიუხედავად კი, მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა. „გირჩის“ ცნობით, სასულიერო პირებისგან გაარკვიეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც”ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აიღეს, გარდაცვალების შემთხვევაში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასგან წესის აგება აკრძალული აქვთ.

პოპულალურები