LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიული დაშვება რუსეთში: დაშავებულთა შორის ფეხმძიმე ქალი და ბავშვები არიან [ვიდეო]

371
2d1bee62-bf20-11e9-a1d1-fa163e074e61-660

რუსეთში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო, 23 მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორსული ქალი და 9 ბავშვია.

 

დაზარალებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლაინერი ფრენას მოსკოვი სიმფერპოლის მიმართულებით ასრულებდა. აფრენისთანავე ძრავში თოლია მოხვდა, რის გამოც მფრინავებს ავარიული დაშვება სიმინდის მინდორში მიუწიათ.

ბორტზე სულ 234 ადამიანი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები