LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯი, რომელიც სიმაღლეში იზრდება და ბავშვის მხედველობას, ასევე ხერხემალს იცავს

950
4

ინოვაციური პროდუქცია ქართული ბაზრისთვის – „ერგოს“ სახელით თბილისში ერგონომიული და ორთოპედიული სკამები და მაგიდები იყიდება. პროდუქციის იმპორტს უცხოეთიდან კომპანია GeoLatex ახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქციის მთავარი დანიშნულებაა დაიცვას ბავშვების ხერხემალი გამრუდებისგან და მხედველობა დაქვეითებისგან.

„როგორც იცით, ბავშვი დიდ დროს ატარებს საწერ მაგიდასთან და უჭირს სწორად ჯდომა, მოხრილია წელში  და ხშირად საჭიროებს შეხსენებას დაჯდეს გამართულ მდგომარეობაში. ორთოპედიული, ერგონომიული მაგიდა და სავარძელი „ერგო“ ზრუნავს მოზარდის ჯანმრთელობაზე 4 წლიდან ზრდასრულ ასკამდე და მთელი სწავლის პერიოდის განმავლობაში იცავს მის ხერხემალს და მხედველობას.

მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი განკუთვნილია როგორც სახლის, ისე სკოლის სივრცეებისთვის.  ერთ-ერთი დიდი პლიუსი- ტრანფორმაციის ფუნქციაა, რაც იძლევა სიმაღლისა და დახრის საშუალებას სასურველი აქტივობის მიხედვით, იქნება ეს: წერა, კითხვა, ხატვა, კომპიუტერული თამაშები და სხვ“, – აცხადებენ GeoLatex-ში.

მათივე ინფორმაციით, პროდუქცია შექმნილია ორთოპედების, დიზაინერებისა და კონსტრუქტორების მიერ – შესაბამისად, იდეალურად მიესადაგება ბავშვის სხეულის კონტურებს. ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია „ერგო“-ს სიმაღლეში გაზრდაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები