LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავეჯის სახლში „ნიტა“ Black Friday-ის საკვირაო დღეებია – მოდური დიზაინის ავეჯს ფასდაკლებით შეიძენთ

210
260181704-1227566767726723-6775432611758857821-n

თანამედროვე, მოდური დიზაინის ავეჯის სახლი „ნიტა“ მომხმარებელს ავეჯის სრულ კოლექციაზე „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს.

„Black Friday-ის საკვირაო დღეები “ნიტა”-ში! განსაკუთრებული შეთავაზება ჩვენი მომხმარებელისთვის – 10%, 15%, 20% -იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე. ეწვიეთ „ნიტას“ ფილიალებს თბილისსა და ქუთაისში. შექმენით ჰარმონიული გარემო „ნიტას“ ავეჯთან ერთად“, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ცნობით, „ნიტა” – ავეჯის, ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტია.

შეგახსენებთ, თანამედროვე მოდური დიზაინის ავეჯის სახლი „ნიტა“ 2017 წლის 12 აპრილს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ბიზნესმენ კახაბერ ლევიძის მიერ, რომელიც თითქმის 23 წელია რაც აღნიშნულ ბიზნესში საქმიანობს.

ავეჯის სახლი „ნიტა“ ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში სთავაზობს მომხმარებელს თანამედროვე და კლასიკური დიზაინის ფართო არჩევანს. „ნიტა“ თანამშრომლობს ოთხ მომწოდებელთან, კერძოდ: თურქეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან და დუბაისთან. 2018 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან – Weltew Home – თან და ერთობლივი კავშირით, “ნიტამ” საქართველოს ბაზარზე შემოიტანა მაღალ სტანდარტზე დამზადებული ავეჯის პროდუქცია, რომელიც წარმოადგენს ექსკლუზივს საქართველოში. „ნიტა“ ასევე თანამშრომლობს თურქეთის ავეჯის ოთხ წამყვან კომპანიასთან, რომელთაგან ერთ – ერთი კლასიკურია.

ამჟამად, ავეჯის სახლი „ნიტა“ ფლობს სამ ფილიალს – თბილისში ერთს, ხოლო ქუთაისში ორ ფილიალს.

ავეჯის სახლი „ნიტა“ ბათუმსა და თელავში ფილიალების გახსნას, თბილისში კი განახლებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები