ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.
გარდაცვლილთა შესახებ სხვა ინფორმაცია მედიისთვის მაშინ გახდება ცნობილი, როცა მომხდარის შესახებ მათი ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ავღანეთში ოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპნენ.