LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთები 41 ევროდან – როდის დაიწყებს Ryanair თბილისიდან კიოლნში ფრენას, ცნობილია

242
Ryanair270917-1-960x480

ევროპის უმსხვილესი ლოუკოსტერი” Ryanair​- კიოლნითბილისიკიოლნის მარშრუტზე ოპერირებას 2020 წლის 29 მარტიდან შეუდგება. როგორც avianews.ge იუწყება, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, ​ Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათსა და 5 წუთს შეადგენს. ავიაბილეთის ღირებულება კი 41 ევროდანაა.

საქართველოდან პირდაპირ ნიცაში - ფრანგულ კურორტზე დეკემბრიდან გაფრინდებით

ნიცასკენ ფრენები 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყება

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები