LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბიზნესი სუბსიდირების წინააღმდეგ: კონკრეტულ ავიაკომპანიაზე მორგებული გადაწყვეტილებაა

106
20170712160251

ავიაბიზნესი საქართველოს მთავრობის N 345-ე დადგენილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის კონკრეტულ ავიაკომპანიაზე მორგებული გადაწყვეტილებაა. თემაზე avianews.ge წერს.

ვებგვერდი Myway Airlines-ის კომერციული დირექტორის იგორ აფციაურის კომენტარს ავრცელებს. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისებით მგზავრთგადაყვანის დასუბსიდირებას ითვალისწინებს, ევროკომისიის გადაწყვეტილების უგულვებელყოფაა, რომელიც საერთაშორისო ავიარეისებზე სუბსიდირებას კრძალავს.

მთავრობა თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან? - გოცირიძე

"მთავრობა ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის"

„კარგია, რომ მთავრობა ფიქრობს ავიასანქციებიდან გამომდინარე, როგორ დაეხმაროს ტურიზმის, ტრანსპორტის სექტორებს და მათ შორის ავიაციას. სწორი მიმართულებაა, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად, გაუაზრებლად და ძალიან ბევრი დარღვევებით. ზოგადად, ავიაციაში სუბსიდირება ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ პირდაპირ იკრძალება. არ შეიძლება მოხდეს სუბსიდირება, ან მსგავსი ტიპის წახალისება ავიაკომპანიებისთვის საერთაშორისო ფრენებზე იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კონკრეტულ ავიაკომპანიას უპირატესობებს ანიჭებს და ქმნის ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ მკაცრი სანქციები არ მოჰყვება“, -აცხადებს აფციაური.

შეგახსენებთ, მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები