LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ

123
flight-to-china

ავიაკომპანიები გათავისუფლდებიან კომპენსაციის გადახდის ვალდებულებებისაგან იმ ფრენებზე, რომელთა გაუქმებაც მოხდა COVID-19-ს-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ფრენების აკრძალვის გამო. მგზავრთა კომპენსაციის წესის ცვლილებაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობს. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდე გაჩეჩილაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ დეტალურად განმარტა, თუ რას გულისხმობს ეს ცვლილება.

„უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებულ ფრენაზე ავიაკომპანია ვალდებული იყო შეეთავაზებინა თარიღის შეცვლა, ან დაებრუნებინა ბილეთის ფული და დამატებით გადაეხადა კომპენსაცია, ცვლილებების შემდეგ, ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ექნება. უბრალოდ მათ თანხის დაბრუნება შეეძლებათ საქართველოს მიერ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ. ეს კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული ლიკვიდურობა შეინარჩუნონ ავიაკომპანიებმა და მას შემდეგ რაც რეგულარული ფრენები გაიხსნება, მერე უზრუნველყონ ამ თანხების გაცემა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ რეგულაციაზე მუშაობს არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები