LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავსტრალიის ხანძარს გადარჩენილი კოალები სახლში დააბრუნეს

247
blznews20

რამდენიმე კოალა, რომელიც ავსტრალიის ძლიერი ხანძრის შემდეგ ცოცხალი გადარჩა, მკურნალობას მორჩა და მათი ტყეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა უსაყვარლესი კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უბრუნდებიან მშობლიურ გარემოს ჯედი, იელოუ, სკალი, ბილი და გული.

ცხოველებს ძალიან გაუმართლათ და პროფესიონალთა დახმარებით ბუნებრივ გარემოს ძალიან მალე დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ გამანადგურებელმა ხანძარმა 800 მილიონამდე ცხოველი შეიწირა და კოალები ტყეებიდან შორს გახიზნეს, რათა სიტუაციის დასტაბილურებამდე ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.

საბედნიეროდ, 5 კოლასათვის ამბავი კეთილად დასრულდა და ისინი მშობლიურ სახლს გაზრდილი რაოდენობით დაუბრუნდნენ. იელოუს პატარა კოალა შეეძინა და ახალშობილისთვის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები