LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია უცხოელ მუშა-ხელს ეძებს

1530
vena 2

ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. ადგილობრივი მუშა-ხელის სიმცირის გამო, სხვადასხვა სექტორში უცხოელებს დაასაქმებენ.

როგორც უდოლფ შტრობლმა განაცხადა, პროფესიონალი მუშა-ხელის მოწვევას აპირებენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტები ამ ეტაპისთვის მხოლოდ ევროპული სახელმწიფოებიდან უნდა შეირჩეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთვება ავსტრიის ბიზნეს სააგენტო (ABA), რომელიც ინვესტიციების მოძებნის პარალელურად, ევროპაში უცხოელი სპეციალისტების შერჩევით დაკავდება.

ამ დროისათვის, ავსტრიის სხვადასხვა სფეროში 162 000 ასათვისებელი ადგილია, მსურველები კი არ არიან. საუბარია, ძირითადად, IT სპეციალისტებზე, ექთნებზე, ელექტრიკოსებზე, ექიმებზე, ინჟინრებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები