LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა

67

ავსტრიაში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. მათგან რვა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გრაცში, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე მოხდა. შტირიის ფედერალური მიწის პოლიციის ინფორმაციით, მატარებელი სამგზავრო ავტობუსს საავტომობილო გზისა და რკინიგზის კვეთაზე დაეჯახა.

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილზე საევაკუაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები