LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელი ტურისტები: საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ქვეყანაა, აქ არ არის პრობლემა ისეირნო დღისით, ღამით

77
223551848-4139628539420430-7567837870099564626-n

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველი თბილისი ტურისტულ რიტს უბრუნდება, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივებისა და ავიარეისების აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა. მათივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.

დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სტუმრობისას ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, სადაც მოგზაურობას მეგობრებს ურჩევენ.

„საქართველო აბსოლუტურად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, აქ არ არის პრობლემა ისეირნო დღისით, ღამით. ჩვენს მეგობრებს აუცილებლად ვურჩევთ, რომ ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას. ჩვენ საქართველოს შესახებ ბლოგს ვამზადებთ, რომელსაც ჩვენს მეგობრებს გავაცნობთ და გავუზიარებთ იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც საქართველოში მივიღეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს აქაური ხალხი, ისინი ძალიან კეთილები არიან და ცდილობენ, დაგეხმარონ. ჩვენ ცოტა ქართულიც კი ვისწავლეთ“, – აცხადებენ ანჯელიკა და ბრუნო ჰარცმანები ავსტრიიდან.

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არავის, არასდროს უთქვამს რომ რაიმე პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია, ძალიან ღია, ძალიან კეთილი და თბილი ხალხია და ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა“, -ამბობს პაულო დე ლუკა იტალიიდან.

„ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს დუბაიში, რომლებიც საქართველოში ნამყოფები იყვნენ და მათ გვითხრეს, რომ საქართველო ძალიან უსაფრთხო და კარგი მიმართულებაა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს. ჩვენ ყველას გავუწევთ რეკომენდაციას, რომ საქართველოს ესტუმრონ. აქ ძალიან კარგი და მეგობრული ხალხია, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში“, – ამბობენ დომენიკი და ალი დუბაიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები