LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით იზრდება

87
banner-23891550243524

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით.

თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები