LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი „პავაროტში“ გაიჭედა: მწვანე ავტობუსი წინამძღვრიშვილზე მოსახვევში ვერ შევიდა და საცობი დააყენა (ფოტო)

462
74494141-1060036507661209-897102519333814272-n

დღეს დილით ცოტა კურიოზული სიტუაცია შეიქმნა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ვიწრო ქუჩაზე, ახალი, მწვანე ავტობუსი მოსახვევში ვერ შევიდა. სავარაუდოდ დამნაშავე ცუდად მდგარი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა იყო, რომელიც ავტობუსს მოხვევისთვის საჭირო სივრცეს არ უტოვებდა. ბუნებრივია ასეთ ვიწრო ქუჩაზე მალევე წარმოიქმნა საცობი და ამასობაში სხვა ავტობუსიც წამოეწია. ისე მოხდა, რომ 112-ში დარეკვაც გახდა საჭირო, რათა არასწორად დაპარკინგებული მანქანა გაეყვანათ. ცხადია, ამასობაში როგორც მგზავრები, ასევე სხვა ავტომანქანების მძღოლები და მგზავრები უკმაყოფილო იყვნენ. როგორც ადგილზე თვითმხილველმა ინფორმაცია მოგვაწოდა, საბოლოოდ ავტობუსი დარღვევით გავიდა ქუჩაზე და ისე განაგრძო მოძრაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები