LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება – დღეიდან გორში 25 ახალი ავტობუსი ივლის

198
c9ece0a410cde0fb25a324a4ead2ec55

გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება. 8 თებერვლიდან ქალაქში 25 ახალი ავტობუსი ივლის, უახლოეს მომავალში კი, კიდევ 5 ავტობუსი დაემატება. საწყის ეტაპზე ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.

ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით. ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

✅  ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

✅  ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

✅  რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი: ქუთაისი (60), რუსთავი (40), გორი (30), ზუგდიდი (25), თელავი (10), ფოთი (10), ბათუმი (8 – ელექტროავტობუსი). აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები