LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომაგისტრალებზე ხილმა შეიძლება ტყვია და სხვა მძიმე მეტალი აიღოს – როგორ ვიყიდოთ უსაფრთხო ხილი – ექიმის რჩევები

733
თემურ მიქელა

ზაფხულში, ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად, არა მარტო ჩვეული ცხოვრების რიტმი, არამედ კვების რაციონიც იცვლება. სიცხე ხშირად სხვადასხვა დაავადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პროვოცირებას იწევს. მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო კვების რაციონთან მიმართებით.

ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ამ დროს ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია – ეს კი ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

თუმცა, ზაფხულის ცხელ დღეებში ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ საკვები პროდუქტის ხარისხსს.

როდესაც ხილს ან ბოსტნეულს ვყიდულობთ, უნდა ვიცოდეთ თუ რა ტემპერატურულ გარემოშია შენახული, რათა თავიდან ავიცილოთ დიარეული დაავადებები და საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები.

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სწორად და როგორ ავირიდოთ თავიდან საკვებით ინტოქსიკაცია – ამის შესახებ რადიო „ფორტუნა“ ექიმ-პედიატრს, მედიცინის დოქტორს თემურ მიქელაძეს ესაუბრა.

კიბოს გამომწვევი 17 საკვები პროდუქტი-ისინი დღეიდან აღარ უნდა ჭამოთ

ექიმის თქმით, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში ხილს ან ბოსტნეულს ვყიდულობთ, მთავარია ვიცოდეთ რამდენად არის მისი შენახვის პირობები დაცული.

„აუცილებელია, ხილი ან ბოსტენული, რომელსაც ვყიდულობთ, მოთავსებული იყოს შესაბამის ტემპერატურულ და დაცვით რეჟიმზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად 40 გრადუსზეა შენახული, შეიძლება დაინფიცირდეს ხილი ან ბოსტნეული და შესაბამისად, გამოიწვიოს ტოქსიკოინფექციები. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების დროს ჩვენ მიკრობი არ გვაქვს, გვაქვს მისი ტოქსინი, დავუშვათ ეს არის სტაფილოკოკი.“- ამბობს თემურ მიქელაძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ის ხილ-ბოსტნეული, რომელიც ავტომაგისტრალებზე იყიდება, რადგან ამ შემთხვევაში სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერება, ასევე მძიმე მეტალები ხილმა შეიძლება მიწიდან აიღოს.

„ხილ-ბოსტნეულმა, რომელიც ავტომაგისტრალებზეა შეიძლება მიწიდან აიღოს ტოქსიკური ნივთიერებები, თუ ეს მიწა არის დაბინძურებული და ტყვიის შემცველობა დიდია. ასეთ შემთხვევაში კი არამარტო ტყვია, არამედ სხვა მძიმე მეტალებიც. განსაკუთრებით საფრთხისშემცველი კი იმიტომ არის ავტომაგისტრალზე ნაყიდი ხილ-ბოსტნეული, რომ ასეთ ადგილებში ტემპერატურა 2-4 გრადუსით მეტია, შესაბამისად, პათოგენური ფლორა, რომელიც ხილშია პირიქით, უფრო აქტიურდება და მან შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ტოქსიკოინფექცია. ამიტომ სასურველია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ხილს ყიდის, იქნება ეს ავტომაგისტრალი თუ ღია ბაზარი, დაიცვან წესები.“- თქვა თემურ მიქელაძემ „ფორტუნასთან“.

ექიმი-პედიატრი დედებს ურჩევს, რომ ზაფხულის დღეებში მოარიდონ ბავშვები კონსერვირებულ საკვებს და ასევე სწორად დაამუშაონ თერმულად შეძენილი პროდუქტი.

„არ არსებობოს კონკრეტრული სია, რომ ეს საკვები შეიძლება ვაჭამოთ ზაფხულში ბავშვს და რომელიმე კონკრეტული საკვები საშუალებები ზამთარში. ბავშვმა სრულფასოვანი საკვები უნდა მიიღოს. უბრალოდ, სასურველია, რომ არაკონსერვირებული ხილი გამოვყენოთ, რადგან საქართველოს ბაზარი ხილით და ბოსტნეულით გაჯერებულია. იმისათვის, რომ საკვები არ გახდეს მავნე და პირიქით, მომწამვლელი, მნიშვნელოვანია ასეთი საკვები შენახული იყოს სწორად, როგორც ყიდვისას, ასევე მშობლებმაც თერმულად სწორად დაამუაშონ. აუცილებელია, რომ ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი საკვები პროდუქტი გამდინარე წყლის ქვეშ დაახლოებით ნახევარი საათი მაინც მოავათავსოთ. ასევე უმჯობესია, რომ ბავშვებს ახალ გაკეთებული საკვები პროდუქტი შევთავაზოთ და არა ორი ან სამი დღის.“ – ამბობს ექიმი-პედიატრი თემურ მიქელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები