LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები გამონაბოლქვზე შესაძლოა ქუჩაში მოძრაობისას შემოწმდეს

146
201803161754162119545181

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამონაბოლქვზე ავტომობილების ქუჩებში შემოწმებასთან დაკავშირებით წინადადება მოქალაქეებისგან მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

კერძოდ, საუბარია, გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენაზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტოსატრანპორტო საშუალება ადგილზევე შემოწმდება.

კომიტეტის შეფასებით, ეს საკითხი უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-მარტში გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 1 ჯარიმაა გამოწერილი. კერძოდ, საჯარიმო ქვითარი გამოწერილია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს. ცნობისთვის, ეს ჯარიმა თბილისშია გამოწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები