LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

268
pjimage

მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ შეღავათით დაახლოებით 24 ათასამდე ავტოიმპორტიორი ისარგებლებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვალვ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება.

ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები