LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება უკვე ნებადართულია

144
2070c222-5142-4607-879f-e51835ff985a-640

ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა და მხოლოდ ტაქსებზე ვრცელდება.

ამასთან, 23 მაისიდან უკვე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, აღარ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათიც

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან ერთად, მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან ერთად მოიხსნა აღნიშნული შეზღუდვაც, თუმცა კვლავ მოქმედებს ტაქსების შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები